Newhotel Software-მა HIT Hub ევრაზიის ტექნოლოგიურ პარტნიორად წარადგინა - HIT Hub
უკან სიახლეებში
პარტნიორის სიახლე 20.08.2025

Newhotel Software-მა HIT Hub ევრაზიის ტექნოლოგიურ პარტნიორად წარადგინა

Newhotel Software-მა HIT Hub ევრაზიის ტექნოლოგიურ პარტნიორად წარადგინა - HIT Hub

პორტუგალიაში დაფუძნებულმა სასტუმრო ტექნოლოგიების საერთაშორისო კომპანიამ Newhotel Software-მა თავის ოფიციალურ ბლოგზე გამოაქვეყნა სტატია „Eurasia: Technological Empowerment“, რომელიც HIT Hub-თან პარტნიორობასა და რეგიონში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ტექნოლოგიურ განვითარებას ეძღვნება.

სტატიაში HIT Hub წარმოდგენილია, როგორც Newhotel-ის პარტნიორი საქართველოში და ევრაზიის რეგიონში, რომელიც თანამედროვე სასტუმრო ტექნოლოგიების დანერგვასა და ინდუსტრიის ციფრულ ტრანსფორმაციას უწყობს ხელს.

ვლადიმერ კაპერსკი, HIT Hub-ის მმართველი პარტნიორი:

Newhotel-თან თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებლებს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტების ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, გააფართოოს მომსახურების სპექტრი და კიდევ უფრო გააძლიეროს პოზიციები სტუმარმასპინძლობის ბაზარზე.

პუბლიკაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პარტნიორობის საერთო ხედვას - ინოვაციების განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას რეგიონში მოქმედი სასტუმროებისა და ტურიზმის ბიზნესებისთვის.

HIT Hub-ისთვის ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც ადასტურებს კომპანიის როლს საქართველოში და რეგიონში სტუმარმასპინძლობის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებაში.


წყარო: Newhotel Software Blog - Eurasia: Technological Empowerment (აგვისტო, 2025)

შესაბამისი გადაწყვეტა

Cloud PMS

მართეთ სასტუმრო ნებისმიერი წერტილიდან. ღრუბლოვანი ტექნოლოგია სრული ავტომატიზაციისთვის.

გაიგე მეტი HIT.PMS-ის შესახებ